არ დაგავიწყდეთ: დიდი მნიშვნელობა აქვს კომპიუტერის სწორად დადგმას - ის უნდა იდგეს მაგიდაზე, თქვენ წინ დაახლოებით 60-70 სმ-ის მანძილზე, ისე რომ ეკრანის ზედა საზღვარი იყოს თვალების დონეზე ან ქვემოთ - არა უმეტეს 15 სმ- ისა.
არ არის რეკომენდებული ტელევიზორის ეკრანიდა 5 -5,2 მ-ზე შორს ჯდომა. ნუ უყურებთ ტელევიზორს სიბნელეში, ოთახი უნდა იყოს განათებული. ეცადეთ, არ მოახდინოთ ყურადღების კონცენტრაცია ეკრანზე დიდი ხნის მანძილზე. დროდადრო მზერა გადაიტანეთ სხვა საგნებზე, რომ თვალმა დაისვენოს. აუცილებლად ღრმად ისუნთქეთ: ცდებმა აჩვენა, რომ საინტერესო პროგრამით გატაცების დროს ადამიანი გაუაზრლებლად იკავებს სუნთქვას
კომპიუტერთან მუშაობისას კარგია ყოველ 1 საათში ერთხელ 10 - წუთიანი შესვენება და ვარჯიშები - თავის ტრიალი.
დაღლლილობის თავიდან ასაცილებლად მიირთვით ვიტამინებით მდიდარი სალათები. სტაფილო ძალიან სასარგებლოა თვალებისთვის. ახლომხედველობის დროს ექიმები გვირჩევენ თაფლს, ცოცხალ მოცვს, იოდის შემცვლელობის პრეპარატებს.
თუ შეამჩნიეთ, რომ მხედველობა გაგიუარესდათ ან გაქვთ შეგრძნება, თითქოს თვალებში მტვერი ჩაგიცვივდათ, მიაკითხეთ ოფთალგმოლოგს.სიწითლისა და დაღლილობის მოსახსნელად კარგია თვალში ჩასაწვეთებელი წვეთები, მაგალითად Visine.
სპეციალური ვარჯიშები:
- დაჯექით სწორად, ხელები დაიწყვეთ კეფაზე. ჩასუნთქვაზე იდაყვები გასწიეთ გვერდებზე, ამოსუნთქვაზე - წინ გამოსწიეთ ( შეასრულეთ 3-4 ჯერ).
- დაჯექით სწორად. ხელები მოჰკიდეთ სკამის ზურგს, მხრები ასწიეთ რაც შეიძლება მაღლა. ჩამოწევისას მოდუნდით ( 2- 3 ჯერ).
- უყურეთ მონიტორს 2 - 3 წამი, შემდეგ მზერა გადაიტანეთ ფანჯარაზე, უყურეთ 3-5 წამი.
- ოდნავ მოშორებით აირჩიეთ რაიმე საგანი. შეეცადეთ კარგად შეისწავლოთ ის. რამდენიმე წამით დახუჭეთ თვალები, შემდეგ ისევ დააკვირდით იმ საგანს. ეს გაიმეორეთ 2 -3 ჯერ.
- თვალების დახუჭვისას ღრმად ჩაისუნთქეთ, გახელისას - ღრმად ამოისუნთქეთ.
|