გლობალური სიგამხდრის პერიოდში წონაში მომატების სურვილი უცნაურად მოგეჩვენებათ, მაგრამ არიან ადამიანები (სულ რაღაც 2%), რომლებიც ამაოდ ცდილობენ 2 კილოგრამის მომატებას. გახდომის მსურველთათვის არსებობს უამავი დიეტა და ასობით ფიტნესს-პროგრამა სასურველი ფიგურის მისაღებად. მაგრამ ბუნებრივად გამხდრი ადამიანებისათვის კილოგრამების ,აკრეფა, გაცილებით რთულია, ვიდრე ზედმეტი ცხიმის მოშორება, მაგრამ ეს შესაძლებელია. ჩვენ მოგიყვებით როგორ გასუქდეთ, ისე, რომ ჯანმრთელობას ზიანი არ მიაყენოთ.
საერთაშორისო სამედიცინი სტანდარტებით, ,ნორმალური, წონა ისაზღვრება სხეულის მასის ინდექსის მეშვეობით, ხოლო იგი ასე გმოითვლება: წონა(კგ) იყოფა სიმაღლეზე(მ) კვადრატში. თუ რიცხვი 18-ზე ნაკლები მიიღეთ, მაშინ თქვენ მიეკუთვნებით ბუნებრივად გამხდართა იმ 2%-ს. სამედიცინო ტერმონოლოგიით თქვენ დაგისვამდნენ ასეთ დიაგნოზს ,იდიოპათიური გამოფიტულობა,, ხოლო გარკვეულ ქვეყნებში პოდიუმზეც კი არ აგიშვებდნენ. მაგრამ ნუ შეშინდებით. პირველ რიგში უნდა გამოარკვიოთ სიგამხდრის მიზეზი, რის გამოც თქვენი ბევრ მოდელს შეშურდებოდა. მიზეზი შესაძლოა რამდენიმე იყოს: მემკვიდრეობა, სწრაფი ნივთიერებათა ცვლა; ადრეულ ბავშვობაში გადატანილი მძიმე დაავადება; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადება, პარაზიტები; ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცია; მადის დაკარგვა (შესაძლოა გაჩნდეს ასაკის მატებასთან ერთად მუდმივი სტრესის ან მედიკამენტების მიღების შემთხვევაში).
ვიდრე წონაში მომატების პროგრამას დაიწყებდეთ, გაიარეთ გამოკვლევა ექიმთან, თუ ჯანმრთელობის პრობლემა არ გაქვთ, შეუდექით საქმეს. პირდაპირ გეტყვით , ეს არ იქნება ადვილი ამოცანა. პირველ რიგში უნდა გაზარდოთ მიღებული კალორიების რაოდენობა. ამისათვის, უნდა გამოითვალოთ, რამდენ კალორიას იღებთ დღეში სინამდვილეში. სცადეთ აწარმოოთ საკუთარი კვების დღიური: ყოველდღე ჩაიწერეთ რა შეჭამეთ და დალიეთ იმ დღეს. დღის ბოლოს შეკრიბეთ მიღებული კალორიების რაოდენობა(თავიდან ცოტა გაგიჭირდებათ). საკუთარ თავზე დაკვირვებით კვირის განმავლობაში, შესაძლებელი გახდება გამოთვალოთ ყოელდღიური ენერგეტიკული დანაკარგები. წონაში მომატების მიზნით, მიღებულ საშუალო არითმეტიკულს მიუმატეთ 500 კ.კალორია.
როგორ მოუმატოთ 500 კ.კალორია ყოველდღიურ რაციონს ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების გარეშე? მხოლოდ ცხიმიანი საკვები არ გიშველით, საჭიროა ბალანსირებული და მრავალფეროვანი კვება. კალორიების ძირითადი მომწოდებელი-ცხიმია, ეცადეთ, რომ რაციონის უმეტესი ნაწილი შეიცავდეს მცენარეულ ცხიმებს(ზეითუნის, კაკლის ზეთი). უკეთესია მიირთვათ ცოტ-ცოტა და ხშირად, იდეალური ვარიანტია 6-8-ჯერ დღეში, 2-3 საათის ინტერვალით. ამგვარი კვება აგაშორებთ კუჭის სიმძიმის შეგრძნებას. ძირითად კვებებს შორის მიიღეთ თხილი, კაკალი, სხვადასხვა სახის ჩირი, ბანანი, ავოკადო, შოკოლადი და სხვ. საღამოს, ვახშმის შემდეგ, მიირთვით რაიმე ნოყიერი: მიუსლი, ყველი, რძის კოქტეილი ნაყინით, ნაღებიანი იოგურტი, მაგრამ არა დიდი რაოდენობით, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს თქვენს ძილზე აისახება.
გასეირნება სუფთა ჰაერზე მადას მოგიმატებთ. კუჭის გამოსაღვიძებლად დაგეხმარებათ აგრეთვე ცხარე სანელებლები(ჩილი, ჯანჯაფილი, შავი პილპილი) და არომატული ბალახები(დაფნის ფოთოლი, რეჰანი, ტიმიანი). გაამრავალფეროვნეთ თქვენი რაციონი, შეეცადეთ მოამზადოთ რაიმე ახალი, ეგზოტიკური. ყოველი საკვების მიღება გახადეთ საზეიმო: ლამაზად გაწყობილი სუფრა, მკვეთრი ინგრედიენტები, ორიგინალურად მორთული თეფში და ა.შ. წონაში მომატების პროცესი რომ მხიარულად მიმდინარეობდეს, საკვების მიღებისაგან შეიძლება რიტუალი მოაწყოთ: ტრადიციული საკვირაო სადილი ოჯახთან ერთად, მეგობრების მოპატიჟება ჩაიზე და ა.შ.
წონაში მომატებისას ზედმეტი კალორიები მარტო ცხიმად რომ არ იქცეს, მიმართეთ ფიზიკურ ვარჯიშებს, თანაც ისეთებს, რომლებიდც არ მოითხოვენ დიდ ენერგიულ დანაკარგს. თქვენთვის მთავარია ჩამოიყალიბოთ კუნთოვანი მასა, ამოტომ მარათონული გარბენი და აქტიური აერობიკა ვერ დაგეხმარებათ. უმჯობესია მიმართოთ ტრენაჟორულ დარბაზს. თუკი თვლით, რომ სატრენაჟორო დარბაზი მამაკაცთა პრეროგატივაა, მაშინ ივარჯიშეთ სახლში განტელებით, ან მიმართეთ ძალისმიერ იოგას.
ვარჯიშისას ორგანიზმს უნდა აუნაზღაუროთ სითხის დანაკარგი. თუ მომატება გსურთ, წყლის მაგივრად მიიღეთ რძიანი სასმელები და წვენები, რომლებიც, ტკბილი გაზირებული სასმელებისაგან განსხვავებით, მხოლოდ ცარიელი კალორიებით კი არ გამარაგებენ, არამედ შეიცავენ დამატებით მკვებავ ნივთიერებებს და ვიტამინებს. 5 ჭიქა ხილის წვენი დაგიმატებთ ზედმეტ 1000 კ.კალორიას თქვენს რაციონში! კუნთოვანი ქსოვილი შეიცავს ბევრ ცხიმს, მაგრამ მეტ ენერგიასაც ხარჯავს. კუნთების სამშენებლო მასალად ითვლება ცილა. ცილებით მდიდარია რძის პროდუქტები, ხორცი, თევზი, კვერცხი, პარკოსნები, თხილი და კაკალი.კუნთები სხეულს მატებენ ჯანმრთელ იერს და ლამაზ ფორმებს, მაგრამ არ უნდა დაიზაროთ და გამუდმებით ავარჯიშოთ ისინი. ერთხელ და სამუდამოდ რომ მოიმატოთ, უნდა მიეჩვიოთ კვების ახალ რეჟიმს და რეგულარულ ფიზიკურ ვარჯიშებს. ოპტიმალური ვარიანტია , 0,5 კგ-ს მომატება თვეში. რაც მეტად ივარჯიშებთ, მით მეტი კალორიები დაუმატეთ თქვენს რაციონს (1000 კ.კალორიამდე დღეში).
|