შემადგენლობა შავი შოკოლადი - 150 გრ ნუტელა - 100 გრ თხილი ან ნუში - 20 ცალი (მოხალული) მაფინის ფორმა , ყველაზე პატარა - 20 ცალი
მომზადება გაადნეთ შოკოლადი, შემოინახეთ მასის მეოთხედი ნაწილი დანარჩენი კი ჩაასხით მაფინების ფორმაში. შეინახეთ 20 ცალი მთელი ნუში/თხილი დანარჩენი კი კარგად დაჭერით. აიღეთ ნუტელა, გაადნეთ და აურიეთ მასში დაჭრილი ნუში/თხილი ეს მასაც ჩაასხით შოკოლადიან მაფინებში. აიღეთ შემონახული მთლიანი ნუში/თხილი და სათითაოდ დააწყვეთ მაფინზე. თავზე მოასხით გამდნარი შოკოლადი.