პარასკევი, 15.11.2024, 04:55მოგესალმები სტუმარი
რეგისტრაცია | შესვლა
RSS
angel1.do.am
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
რჩევები [8]
ვარსკლავები [6]
გურმანი [3]
მაკიაჟი [3]
ვარცხნილობა [5]
დიეტა [3]
სასცილო [4]
კაბები [2]
ხელნაკეთი [2]
სხვადასხვა [8]
როგორ დავამატო სიახლე?? [0]
მინი-ჩეთი
200
amindi
ჩვენი გამოკითხვა
mogcont dizaini?
სულ პასუხი: 129
შესვლის ფორმა
ძებნა
tovli
კალენდარი
«  დეკემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
სტატისტიკა
gasartobi
reklama

Сдесь очень много всякого для сайта!Заходи на push-doll...
მთავარი » 2009 » დეკემბერი » 27 » ყველაფერი ვეფხვების შესახებ
09:22
ყველაფერი ვეფხვების შესახებ

Tigers



დღევანდელ ფოტო ნაკრებში თქვენ იხილავთ არა მარტო ამ ულამაზესი ცხოველების ფოტოებს, არამედ შესაძლებელია შეიტყოთ რაიმე ახალი მათ შესახებ…



ვეფხვი კატისებრთა ოჯახის ყველაზე დიდი წარმომადგენელია, წაგრძელებული სხეული მოხატული აქვს განივი ზოლებით.



გავრცელებულია ჩრდილოეთ კორეაში, ჩინეთში, ინდოეთში, ინდოჩინეთში, მალაის არქიპელაგზე, ჩრდილოეთ ირანში, უსურიისა და ამურის მხარეებში, თალიშში, ამუდარიის ხეობაში, იშვიათად თურქმენეთში, საქართველოში ვეფხვი არ ბინადრობს. ვეფხვი ნადირობს მსხვილ ძუძუმწოვრებზე, იშვიათად ფრინველებზე, ქვეწარმავლებზე და სხვა. თავს ესხმის ადამიანსაც.



ვეფხვი 2-3 წელიწადში ერთხელ შობს თვალაუხილავ, უსუსურ 2-4 ბოკვერს (მაკეობა 105 დღემდეა). ბოკვერებს 2 წლის ასაკიდან უკვე საკმაო ძალა აქვთ დამოუკიდებლად სანადიროდ.



ვეფხვი სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 4-5 წლის ასაკში, ცოცხლობს საშუალოდ 8-10 წელი. აქვს 6-7 მ სიგრძის ნახტომი. ქართულ ზეპირსიტყვიერებაში და ძვ. მწერლობაში სიტყვა "ვეფხვი” აღნიშნავდა ჯიქს (ლეოპარდს ანუ პანთერას), დღევანდელი გაგებით კი მხოლოდ XX საუკუნეში დამკვიდრდა.



ვეფხვები ლომებისგან განსხვავებით მარტოხელა ცხოველები არიან, რომლებიც ნიშნავენ თავიანთ ტერიტორიას და იცავენ მეზობლების თავდასხმისაგან.



რადგანაც ვეფხვები ძირითადად ნადირობენ შებინდებულზე ან გამთენიისას, მათი ზოლები ეხმარება მათ დაიმალონ მაღალი ბალახის ჩრდილში. დღის განმავლობაში ისინი ისვენებენ ბალახში ან იმალებიან ტყეში.



ვეფხვები თავს ესხმიან ფარულად, საფარიდან. როდესაც მსხვერპლი საკმაოდ მიუახლოვდება, მტაცებელი ანხორციელებს სასიკვდილო დარტყმას.



დიდი კატები მტაცებელი მხეცები არიან, ამიტომ ნადირობა მათი გადარჩენის ერთადერთი პირობაა. ისინი მსხვერპლს უმთავრესად უსაფრდებიან ან ეპარებიან, შემდეგ კი თავს ესხმიან. მას შემდეგ რაც კატა ნადავლს დაიჭერს, ყბაში იგდებს და ამტვრევს კისერს, ზოგიერთ შემთხვევაში კი ახრჩობს. დიდი კატების უმრავლესობა მარტო ნადირობს, გამონაკლისს ლომები წარმოადგენენ: ისინი ჯგუფებად ნადირობენ, ერთი ან ორი ლომი მისდევს არჩეულ მსხვერპლს და მოტყუებით მიყავს იმ ადგილამდე, სადაც ლომთა ჯგუფია ჩასაფრებული. ჯგუფური ნადირობა მეტად წარმატებული სტრატეგიაა.
კატეგორია: რჩევები | ნანახია: 2306 | დაამატა: qiso7 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
0  
1 qiso7   (27.12.2009 09:22) [Entry]
biggrin

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]