შემადგენლობა ჩინური სალათა (ჩინური კომბოსტო) - 100 გრ ფრიზე - 100 გრ (შეიძლება გამოვიყენოთ ჩვეულებრივი სალათის ფოთლები) სიმინდი - 250 გრ (კონსერვირებული) ნიორი - 2 კბილი ზეითუნის ზეთი - 40 მლ ძმარი (ღვინის) - 60 მლ მდოგვი - 1 ჩ/კ ქუნჟუჯი - 20 გრ მომზადება ეს არის მსუბუქი სალათა ქუნჟუტის თესლებით და ნიორის სოუსით. სალათის ფოთლები აუცილებლად უნდა იყოს ახალი და წვნიანი. სალათის ფოთლების გამოყენება შეიძლება თქვენი გემოვნებით. ფრიზეს სალათის ფოთლები იგივეა რაც ჩვეულებრივი სალათის ფოთლები, უბრალოდ აქვს უფრო მომწარო გემო. გავრეცხოთ სალათის ფოთლები და ჩინური კომბოსტო, დავგლიჯოთ ხელებით, ჩავყაროთ ჯამში და დავაყაროთ კონსერვირებული სიმინდი.
ნიორი წვრილად დავჭრათ.
მოვამზადოთ საკაზმი.
დაჭრილი ნიორი, ზეითუნის ზეთი, მდოგვი და ღვინის ძმარი ავურიოთ ერთმანეთში. კარგად ავთქვიფოთ,რომ გამოვიდეს ერთგვაროვანი მასა. დავამატოთ სალათის ფოთლებში ქუნჯუთი, საკაზმი და ყველაფერი კარგად ავურიოთ.